ლია მინდიაშვილი

თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ლია მინდიაშვილი - მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. თერაპიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს 2015 წლიდან.

ლია მინდიაშვილი - მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. თერაპიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს 2015 წლიდან.

1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სპეციალობით "სამკურნალო საქმე". 1994 წელს მიიღო ექიმი-თერაპევტის კვალიფიკაცია. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკამედიის კურსი სპეციალობით "ინფექციური დაავადებები", 1999 წელს მიიღო კარდიოლოგის კვალიფიკაცია.

2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "სეპტიური შოკის რაციონალური ანტიმიკრობული ქიმიოთერაპია".

1999-2011 წლებში მუშაობდა პულმონოლოგად და თერაპევტად თორაკო-აბდომინურ კლინიკაში. 2011 წლიდან მუშაობს Amtel Hospital-ში.

არის საქართველოს თერაპიული ასოციაციის, ევროპის რესპირაციული ასოციაციის, საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის წევრი.

ავტორია რიგი სტატიების ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოცემებში: "დემოგრაფია", "ოჯახის მკურნალი", "Georgian Medical News", "Georgian Respiratory Journal". მონაწილეობდა ფილტვის დაავდებებთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში.

 მონაწილეობდა ტუბერკულოზის პროფილაქტიკისადმი მიძღვნილ USAD-ის პროექტში (2014-2105 წწ.), ევროპის სპირომეტრიის სკოლის პროგრამაში "სპირომეტრია პრაქტიკოსი ექიმებისათვის". აქვს ევროპის რესპირატორული საზოგადოების (IRS) სერტიფიკატი სპირომეტრიაში "ნაწილი I-II - სპირომეტრიის ევროპული მართვა" (2015-216 წწ.)

2013 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას პ.შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში. არის ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.