დეპარტამენტის მომსახურებათა ფართო სპექტრი მოიცავს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტთა კონსულტაციებს, ფუნქციონალურ დიაგნოსტიკას, ლაბორატორულ და რადიოლოგიურ კვლევებს.

ჩვენთან მომართვის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ თერაპევტის, გინეკოლოგის, ალერგოლოგ-იმუნოლოგის, გასტროენტეროლოგის, პროქტოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტოლარინგოლოგის, პულმონოლოგის, ქირურგის, ენდოკრინოლოგის, მანუალური თერაპევტის, ორთოპედ -ტრავმატოლოგისა და სხვა სპეციალისტთა კონსულტაციებს.

პირველადი კონსულტაციის დროს ექიმი ატარებს გასაუბრებას პაციენტთან, აანალიზებს მის ჩივილებსა და სიმპტომებს, გასინჯვის საფუძველზე  სვამს წინასწარ დიაგნოზს და ნიშნავს სათანადო კვლევებს.

შპს „ამტელ ჰოსპიტალ პირველ კლინიკურში“ ტარდება 300-ზე მეტი სხვადასხვა სახის ლაბორატორული კვლევა, მათ შორის ზოგადკლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, ჰორმონალური და მიკრობიოლოგიური.

თანამედროვე მაღალხარისხიანი აღჭურვილობით სპეციალისტების მიერ ტარდება ისეთი კვლევები, როგორიცაა ენდოსკოპია, ექოსკოპია, რენტგენოლოგიური კვლევა, ელექტროკარდიოგრაფია, 24 საათიანი მონიტორინგ ჰოლტერით, სტრეს-ტესტი, სუნთქვის გარეგანი ფუნქციის განსაზღვრა, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა.