ჰოსპიტალის შესახებ

შპს „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“

შპს „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური” შეიქმნა 2011 წ.  სხვადასხვა პროფილის კლინიკების ბაზაზე, მათ შორის შპს „აკად.ზ.  ცხაკაიას სახ.თორაკო-აბდომინური კლინიკ“-ის, შპს  „ძმები ზუბალაშვილების   სახ.პედიატრიული კლინიკ-ის“,  შპს „გინიკოლოგიური  კლინიკ“-ის, შპს „თერაპიული კლინიკ“-ის, შპს „ოფთალმოლოგირი  კლინიკ“-ის, შპს „ანესთეზიოლოგიური კლინიკ“-ის გაერთიანებით, აღნიშნული კლინიკები წარმოადგენდნენ ქ.თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს  სამართალმემკვიდრეებს.
ქ.თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოს ერთი საუკუნის ისტორია აქვს და თავის დროზე წარმოადგენდა საქართველოში ერთ-ერთ უცნობილეს ჰოსპიტალს, რომელსაც მდიდარი სამედიცინო ტრადიციები გააჩნდა.
ჰოსპიტალი სათავეს იღებს 19-საუკუნის დასასრულსა და 20-საუკუნის დასაწყისში, როდესაც ცნობილმა ქართველმა მილიონერებმა და მეცენატებმა ძმებმა ზუბალაშვილებმა საკუთარი სახსრებით შეისყიდეს მიწის ნაკვეთი, ააშენეს, აღჭურვეს და უსასყიდლოდ ქალაქს გადასცეს პირველი ბავშთა სტაციონარი ამიერკავკასიაში. ხოლო შემდეგ მას დაემატა ქირურგიული სტაციონარი ორ ცალ-ცალკე აშენებულ სამსართულიან შენობაში.
აღნიშნულ კლინიკებში მოღვაწეობდნენ იმ დროინდელი საბჭოთა კავშირში ცნობილი მედიკოსები და მეცნიერები. მათ შორის პროფ. მ.უგრელიძე, აკად. ი.ფაღავა. ცნობილი ქირურგები ვ.ფიფია და ნ.ანთელავა, ასევე გინიკოლოგიის დარგში  კ.ჩაჩავა, პ.შუშანია,ზ.ჭილაძე, პ.კინტრაია, ხოლო თერააპიის დარგში ა.კანდელაკი, შ.მიქელაძე და ნ. მეგრელიშვილი.