Amtel Hospital დღეს

შპს „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“

ქ.თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფო 100 წელზე  მეტია ფუნქციონირებს. 2011 წლის 5 ოქტომბერს პრივატიზაციის შედეგად გაერთიანდა ერთ იურიდიულ პირად და დაერქვა შპს“ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“. კლინიკას დღეისთვის 200-ზე მეტი მაღალკვალიფიციური ექიმი და ექთანი ემსახურება.

კლინიკაში თანმიმდევრულად  მიმდინარეობს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ამ ეტაპისათვის დასრულებულია და სახეზე გვაქვს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ემერჯენსის მიმართულებები და საოპერაციო ბლოკი. სარემონტო სამუშაოებთან ერთად წარმოებს კლინიკის სამედიცინო აპარატურის სრული განახლება.

ჰოსპიტალს დღეისათვის შეუძლია უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრული სამედიცინო მომსახურება, ყველა დიაგნოზის მქონე როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული პაციენტებისათვის. შპს“ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური „ფლობს ყოველგვარ აუცილებელ ინფრასტრუქტურას, რომელიც მასში კომფორტული ყოფნისათვის არის საჭირო. ჩვენი ჰოსპიტალის პირველი ვიზიტიდან  პაციენტს ელის სიმყუდროვე, სტუმართმოყვარეობა და ყურადღება კლინიკის პერსონალის თითოეული წევრის მხრიდან.

შპს „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკურ-ის“ სპეციალისტები-ნიჭიერი, საქმის მოყვარული და მცოდნე ადამიანების მეგობრული კოლექტივია, რომელიც პაციენტების სურვილებს და თავისებურებებს ითვალისწინებს. ჩვენი ექიმები მაღალი კლასის სპეციალისტები არიან. ისინი რეგულარულად იმაღლებენ კვალიფიკაციას სასწავლო პროგრამების მეშვეობით