პრესს რელიზი

30 წლის შესვენების (პაუზის) შემდეგ შპს“ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური-ს“ ბაზაზე შეიქმნა  ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტი.

 მიმდინარე წლის 22 ივნისს 14:30 სთ-ზე შპს“ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკურ-ში“ ბავშვთა ქირურგიულ დეპარტამენტში 14 წლის ბავშვს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია მუცლის ღრუზე. ოპერაცია ჩაუტარეს მედ.მეც.დოქ.ლ.ფერაძემ და პროფ. ა.ბაჩიაშვილმა. ამჟამად გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მშობლებმა გამოხატეს გულითადი მადლობა ჰოსპიტალის თანამშრომლებზე თავიანთი შვილის გადარჩენისთვის.

შპს „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური-ს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მედ.მეც.დოქ.პროფ.ბატ.ვ.ქაცარავამ განაცხადა-„როგორც ცნობილია ქ.თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტი არ ფუნქციონირებდა 1981 წლიდან.30 წლის შესვენების (პაუზის) შემდეგ „ამტელ ჰოსპიტალის“ ბაზაზე შეიქმნა ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტი,რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.