ანესთეზიისა და რეანიმაციის

რეანიმაციული განყოფილება

განყოფილება გაშლილია 12 საწოლზე; თითოეული საწოლი აღჭურვილია უახლესი სუთქვითი აპარატებითა და როგორც არაინვაზიური,ასევე ინვაზიური მონიტორებით,სრულყოფილი ლაბორატორიული მომსახურებით,დიაგნოსტიკის სრული სპექტრით,ინდივიდუალური საქაჩებითა და პაციენტის მოვლის თანამედროვე საშუალებებით.მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი მომზადებულია თითქმის ყველა ნოზოლოგიის სამკურნალოდ.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულება(EMERGENCY-ER) ფუნქციონირებს 2013 წლის 1აპრილიდან. მიმართულების ხელმძღვანელია აკადემიური დოქტორი მედიცინაში-იოსებ მაისურაძე.

ER-ის სამუშაო სფეროს წარმოადგენს კლინიკურად სხვადასხვა სიმძიმის,დიაგნოსტირებული თუ არადიაგნოსტირებული პაციენტების მიღება,მათი ზოგადი მდგომარეობის შეფასება,გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა,სასიცოცხლო პარამეტრების(სუნთქვა და სისხლის მიმოქცევის)სტაბილიზაცია,პაციენტთა ნაკადის მართვა,ტრიაჟი(სამედიცინო დახარისხება),პაციენტთა დისპოზიცია(პაციენტების სხვადასხვა განყოფილებებში მოთავსების ან/და ბინაზე გაწერის განსაზღვრა).ასევე სხვადასხვა სპეციალისტების (ნეიროქირურგი,ქირურგი,კარდიოლოგი ტრავმატოლოგი და ა.შ) ადგილზე გამოძახება,ძირითადი კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული(კომპიუტერული ტომოგრაფია,რენდგენოლოგიური და ულტრა ბგერითი კვლევები და ა.შ) კვლევების ჩატარება,პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;

ER-ში ფუნქციონირებს:

  1. შოკის დარბაზი 6 საწოლზე,სადაც ხდება პაციენტთა მიღება, ზოგადი მდგომარეობის შეფასება,სასიცოცხლო პარამეტრების სტაბილიზაცია,ტრიაჟი,დაკვირვება,საჭიროების შემთხვევაში ინტენსიური თერაპიის დაწყება,პაციენტის დისპოზიცია;
  2. პალატა ბოქსი-1საწოლზე ინფექციური პაციენტების დროებითი დაყოვნებისთვის და მკურნალობის დასაწყებად;
  3. საოპერაციო-გადაუდებელი მცირე ოპერაციული ჩარევებისთვის;
  4. რეგისტრაციისა და კავშირის ცენტრი პაციენტთა რეგისტრაციის,სადაზღვევო კომპანიებთან,კონსულტანტებთან,საპატრულოსთან და სხვადასხვა სამსახურებთან კავშირისა და ურთიერთობისთვის.

განყოფილებას გააჩნია CT-კვლევის ,ციფრული რენტგენის,ულტრაბგერული კვლევის ჩატარების რესურსი და 24/24 რეჟიმში.

ანესთეზიოლოგიური განყოფილება

განყოფილება ემსახურება  საოპერაციო 7 საოპერაციო ბლოკს,რომლებიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით-სანარკოზო სასუნთქი აპარატებით,ინვაზიური მონიტორებით,პაციენტის გამათბობელი სისტემებით;ანესთეზია ტარდება მხოლოდ ძვირადღირებული,მაღალხარისხიანი მედიკამენტების გამოყენებით.წარმატებით ტარდება ურთულესი ოპერაციები მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.მაღალკვალიფიციური ექიმ-ანესთეზიოლოგთა გუნდი ფლობს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

მაღალკვალიფიციური ექიმ-ანესთეზიოლოგთა გუნდი ფლობს ანესთეზიის ყველა მეთოდს.

ეს ყველა დანაყოფი ერთ სივრცეშია მოქცეული რაც აადვილებს პაციენტთა მართვას.