სისხლძარღვთა და მიკროქირურგიის

სისძარღვთა და მიკროქირურგიის დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც იძლევა 24  საათის განმავლობაში სასწრაფო-გადაუდებელი ოპერაციების წარმოების საშუალებას. სისძარღვთა ქირურგიასა და მიკროქირურგიაში.

ჰოსპიტალში ყოველწლიურად სრულდება შემდეგი ოპერაციები:

ურგენტული (გადაუდებელი):

  • ოპერაციები სასიცოცხლო ჩვენებით მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანების დროს-არტერიორაფია, არტერიის დეფექტის ჩანაცვლება აუტოვენური ჩანართით ან სინთეზური პროთეზით, ვენორაფია;
  • მწვავე არტერიული გაუალობის გამო-ემბოლექტომია, თრომბექტომია;
  • ოპერაციები ზემო და ქვემო კიდურებზე შერწყმული ტრავმების,მყესების,ნერვების,სისხლძარღვების და რბილი ქსოვილების დაზიანების დროს-მყესის ნაკერი, პლასტიკა,კიდურებზე მოტეხილი ძვლების ფიქსაცია სხვადასხვა მეთოდით და ოსტეოპლასტიკა;
  • კიდურების სხვადასხვა სეგმენტების ამპუტაციების დროს-რეპლანტაციები.

გეგმიური:

  • კიდურების არტერიების მაობლიტირებელი დავადებების დროს შუნტირება და პროთეზირება;
  • ნამდვილი და ცრუ ანევრიზმების დროს აღდგენითი  ოპერაციები;
  • ვენექტომია სხვადასხვა წესით ვარიკოზული დაავადების დროს;
  • მიკროქირურგიული ოპერაციები მტევნის ნერვულ-სისხლძარღვოვანი და მყესოვანი სტრუქტურების დაზიანების დროს;
  • დიაბეტური ტერფის მკურნალობა;
  • ნერვულ-სისხლძარღვოვანი კონასთან ახლოს მდებარე სიმსივნური წარმონაქმნებზე ოპერაციული მკურნალობა.