პედიატრიისა და ბავშვთა კრიტიკული მედიცინის

შპს “ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური-ს“ პედიატრიისა და ბავშვთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი მრავალპროფილური კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს, რაც საშუალებას იძლევა პაციენტმა დროის დანაკარგის გარეშე მიიღოს მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება და კონსულტაციები. იგი დღეისათვის 11 საწოლზეა გაშლილი.

ბავშვთა გადაუდებელი დახმარებისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის პედიატრიული მიმართულება მართვითი სუნთქვის აპარატურით, მონიტორებით, ეკგ მონიტორებით, ნებულაიზერებით და სხვა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი.