მოზრდილთა რეანიმაცია-ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში მიმდინარეობს განსაკუთრებით მძიმე ქირურგიული და თერაპიული პროფილის პაციენტების მკურნალობა და მონიტორინგი, ხორციელდება როგორც ინვაზიური, ასევე არაინვაზიური სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებები,  მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით. მკურნალობის პროცესი მოიცავს სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგს და კორექციას, მათ შორის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციას, თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას, მეტაბოლური დარღვევების მონიტორინგს და კორექციას, ტკივილის მართვას, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სპეციფიურ მოვლას. 

განყოფილება აღჭურვილია ინტენსიური თერაპიის წარმოებისათვის საჭირო თანამედროვე აპარატურით,

განყოფილება გათვლილია 15 რეანიმაციულ და 5 პოსტოპერაციულ საწოლზე.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გიორგი დუნდუა.

დეპარტამენტის პერსონალი:

ექიმი-რეანიმატოლოგები

დავით ეგიაზაროვი

თეა უგრეხელიძე

მარინა ინასარიძე

ლალი თოთლაძე

როსტომ კურტანიძე

გიორგი მუშკუდიანი

შოთა გაბადაძე

ნოე ბერიშვილი

ნინო წერედიანი

ჩვენი ექიმები

გიორგი დუნდუა
მოზრდილთა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გიორგი დუნდუა.    2011 წლიდან  ხელმძღვანელობს  ამტელ ჰოსპიტალის მოზრდილთა რეანიმაციისა და  ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტს, ასევე  მუშაობს ამავე კლინიკაში ანესთეზიოლოგად.აქვს  მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება.