დეპარტამენტი აერთიანებს 2 განყოფილებას - ბავშვთა გადაუდებელი დახმარებისა და ბავშვთა რეანიმაციის.

ბავშვთა მიმღებ-გადაუდებელი დახმარების განყოფილება:

დეპარტამენტი ემსახურება პედიატრიული ასაკის მწვავე პაციენტებს, თითქმის ყველა პროფილის დაავადებებით: პედიატრიული, ქირურგიული, ტრავმატოლოგიური, ნეიროქირურგიული, ნევროლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ინფექციური და სხვა.

ბავშვთა მიმღებ-გადაუდებელ განყოფილებაში პაციენტებს უტარდებათ პირველადი დაიაგნოსტიკა, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების კონსულტაციები და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რის შემდგომაც, აუცილებლობის შემთხვევაში, თავსდებიან შესაბამის განყოფილებებში შემდგომი სტაციონარული მკურნალობისათვის, ან გაუმჯობესების შემთხვევაში ეწერებიან კლინიკიდან.

განყოფილება გათვალისწინებულია  17 საწოლზე

/რეანიმაციული განყოფილება:

განყოფილებში მკურნალობას გადიან მძიმე პაციენტები სხვადასხვა პრობლემებით: რესპირატორული, ნევროლოგიური, ნეიროქირურგიული, ინფექციური დაავადებები, შოკური მდგომარეობები, მძიმე ტრამვები, ანემიები და სხვა. ასევე უტარდებათ ინტენსიური თერაპია და მონიტორინგი პოსტოპერაციულ პაციენტებს.

განყოფილებაში ტარდება ინტენსიური თერაპიის სრული სპექტრი: ფხვ, ინოტროპული და ვაზოპრესორული მხარდაჭერა, პერიტონიალური დაიალიზი, ინფუზიო - ტრანსფუზიო თერაპია, რესპირატორული თერაპია და სხვა.

განყოფილებას შესაძლებლობა აქვს ჩაატაროს დიაგნოსტიკური გამოკვლევების ფართო დიაპაზონი: კლინიკური, ბიოქიმიური, ბაქტერიოლოგიური ანალიზები, ინსტრუმენტული და რადიოლოგიური გამოკვლევები: ეკგ, კარდიოექოსკოპია, ფიბრობრონქოსკოპია, გასტროსკოპია, ექოსკოპია, რენტგენი, კტ, მრტ და სხვა.

განყოფილება გათვალისწინებულია 11 საწოლზე

დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მერაბ ჯოხარიძე

დეპარტამენტის პერსონალი:

ძაგანია ნათია - პედიატრი, ER-ის ექიმი

კალმახელიძე ირაკლი - პედიატრი, ER-ის ექიმი

ასათიანი თამარი - პედიატრი, ER-ის ექიმი

ცერცვაძე ნანა - პედიატრი, ER-ის ექიმი

ნინოშნილი ნინო - პედიატრი

ჩანტლაძე ხათუნა - პედიატრი

შამუგია ლია - პედიატრი

ჭიოკაძე ნანა - პედიატრი

სეხნიაშვილი ნატო - პედიატრი

აფციაური თინათინი - ბ/ რეანიმატოლოგი

ირემაშვილი თინა - ბ/ რეანიმატოლოგი

ზარნაძე ნიკოლოზი - ბ/ რეანიმატოლოგი

ახობაძე გიორგი - ბ/ რეანიმატოლოგი

უმცროსი ექიმები

ჯამასპიშვილი თამარი

ჯალაღანია ანა

ხიჯაკაძე ეკა

ბაღათურია მილენა

ნიკოლაიშვილი თამარი

ოთხოზორია გრიგოლი

კოჩაძე დიმიტრი

ჩვენი ექიმები

მერაბ ჯოხარიძე
ბავშვთა მიმღებ-გადაუდებელი და ბავშვთა რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მერაბ ჯოხარიძე - 2016 წლიდან ბავშვთა მიმღებ-გადაუდებელი და ბავშვთა რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელია

2015 წლიდან მუშაობს შპს „ამტელ ჰოსპიტალ პირველ კლინიკურში„ ბ/რეანიმატოლოგად