დეპარტამენტის მიმართულებაა გულმკერდის ღრუს ორგანოების - ფილტვის, ტრაქეის, შუასაყრის და დიაფრაგმის დაავადებების მკურნალობა. დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ სრულდება ოპერაციები ღია ქირურგიული და თორაკოსკოპიური წესით. დეპარტამენტი მუშაობს რამდენიმე მიმართულებით: ფილტვის და შუასაყრის ორგანოების ახლდაწარმონაქმნების ქირურგია, ფილტვის მეტასტაზური დაზიანების ქირურგია, გულმკერდის ყაფაზის ჩირქოვანი დაავადებების, მათ შორის მკერდის ძვლის პოსტოპერაციული ოსტეომიელიტი, ბრონქო-პლევრალური შეხორცებების ქირურგია, ტრაქეისა და ბრონქების ქირურგია. დეპარტამენტში დანერგილია დიაგნოსტიკის ენდოსკოპიური და რენტგენოლოგიური მეთოდები. განყოფილება გათვლილია 10 საწოლზე.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

ბექარ ონიანი

დეპარტამენტის  ექიმები:

კობა კობიძე

ზურაბ სექანია

ანზორ ოლგესაშვილი

შოთა ბენიძე

სულიკო ხოლუაშვილი

ზაზა ლომიძე

უმცროსი ექიმი:

ლერი ბერუაშვილი

ჩვენი ექიმები

ბექა ონიანი
თორაკალური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ბექარ ონიანი ხელმძღვანელობს დეპარტამენტს 2016 წლიდან. 2006 წელს დაამთავრა ი. ჯავახშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტი სპეციალობით „სამკურნალო საქმე“