თორაკალური ქირურგია
დეპარტამენტის მიმართულებაა გულმკერდის ღრუს ორგანოების - ფილტვის, ტრაქეის, შუასაყრის და დიაფრაგმის დაავადებების მკურნალობა. დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ სრულდება ოპერაციები ღია ქირურგიული და თორაკოსკოპიური წესით. დეპარტამენტი მუშაობს რამდენიმე მიმართულებით: ფილტვის და შუასაყრის ორგანოების ახლდაწარმონაქმნების ქირურგია, ფილტვის მეტასტაზური დაზიანების ქირურგია, გულმკერდის ყაფაზის ჩირქოვანი დაავადებების, მათ შორის მკერდის ძვლის პოსტოპერაციული ოსტეომიელიტი, ბრონქო-პლევრალური შეხორცებების ქირურგია, ტრაქეისა და ბრონქების ქირურგია. დეპარტამენტში დანერგილია დიაგნოსტიკის ენდოსკოპიური და რენტგენოლოგიური მეთოდები. განყოფილება გათვლილია 10 საწოლზე.
დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
ბექარ ონიანი
დეპარტამენტის ექიმები:
კობა კობიძე
ზურაბ სექანია
ანზორ ოლგესაშვილი
შოთა ბენიძე
სულიკო ხოლუაშვილი
ზაზა ლომიძე
უმცროსი ექიმი:
ლერი ბერუაშვილი
ჩვენი ექიმები
ბექა ონიანი
თორაკალური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ბექარ ონიანი ხელმძღვანელობს დეპარტამენტს 2016 წლიდან. 2006 წელს დაამთავრა ი. ჯავახშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი სპეციალობით „სამკურნალო საქმე“