„ამტელ ჰოსპიტალში” დასრულებულია სრული რენოვაცია

2017-03-01

Amtel Group აცხადებს „ამტელ ჰოსპიტალის“ სრული რენოვაციისა და რეორგანიზაციის დასრულების შესახებ.  რენოვაციის პროცესში ჰოსპიტალი აღიჭურვა  უახლესი სამედიცინო აპარატურით და მართვის თანამედროვე სისტემებით. კომპანია უახლოეს მომავალში ნეონატალური და ოჯახის დაგეგმვის ცენტრის მშენებლობას იწყებს.

Amtel Group-მა   2011 წელს შეიძინა პირველ კლინიკური საავადმყოფოს ექვსი კლინიკა, რომელიც განთავსებული იყო  ძველ,  ამორტიზირებულ შენობაში.  საავადმყოფო არ იყო უზრუნველყოფილი ელემენტარული პირობებითაც  კი, როგორიცაა ცხელი წყალი, გათბობა-კონდიცირების სისტემა და რაც მთავარია, კლინიკა თანამედროვე სტანდარტებისთვის და მოთხოვნებისთვის შეუსაბამო სამედიცინო აპარატურით ფუნქციონირებდა, რის გამოც შეუძლებელი იყო კვალიფიციური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა.

„ხუთი წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტიციის შედეგად, ჩვენ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დავგეგმეთ და სრულად განვაახლეთ შენობა, შევცვალეთ კომუნიკაციები და დავნერგეთ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები“ - აცხადებს Amtel Group-ის გენერალური დირექტორი, დანიელ გუფთა.

კლინიკა, ასევე აღიჭურვა თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეო კონტროლის სისტემებით,   მედ-პერსონალის გამოძახების ღილაკითა,  ინტერნეტით და IT სისტემით.

კორპორატიული სტრუქტურის რეორგანიზაციის და ჰოსპიტალის მენეჯმენტის განახლების შედეგად შეიქმნა პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია თითოეული პაციენტის  ჯანმრთელობაზე, ასევე პაციენტისთვის კომფორტული და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფაზე.

„ამტელ ჰოსპიტალი“ დღეს არის თანამედროვე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელსაც ყველა შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის  ლიცენზია აქვს. კლინიკაში 21 განყოფიოლებაა (აქედან 7 ბავშვთა განყოფილება), რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურით და ფუნქციური ავეჯით. კლინიკა გათვლილია 210 საწოლზე, საიდანაც 65 ბავშვთა პროფილისაა. სამედიცინო მომსახურებას „ამტელ ჰოსპიტალში“ დასაქმებული 160 კვალიფიციური ექიმი ეწევა , 21 მათგანს  მინიჭებული აქვს სამედიცინო  ხარისხი.

კომპანია მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს, როგორც არსებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე ახალი თაობის ექიმებისთვის მრავალფეროვანი პრაქტიკული და სიღრმისეული განათლების მიღებაზე. სწორედ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად , სპეციალური პროგრამის ფარგლებში, შპს „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტთან თანამშრომლობს. 2015 წლიდან ამ პროგრამის ფარგლებში 1000-ზე მეტმა სტუდენტმა და 100-ზე მეტმა  ექიმ-რეზიდენტმამა-ორდინანტმა გაირა შესაბამისი კურსი.

Amtel Group-ის სამომავლო გეგმებშია ნეონატოლოგიის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის მშენებლობა, რომელიც „ამტელ ჰოსპიტალის“ მიმდებარედ, ახალ შენობაში განთავსდება. ამ ეტაპზე დაწყებულია ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები.

„ჩვენ  შევისწავლეთ  სამედიცინო ბაზრის ეს სეგმენტი და ვხედავთ, რომ რეპროდუქციისა და ოჯახის დაგეგმვის სფეროში უშვილობის ეფექტურად მკურნალობის ცენტრების რაოდენობა საქართველოში შეზღუდულია. დარწმუნებული ვარ, რომ სამედიცინო სფეროში ხარისხიანი მომსახურების გაწევის კუთხით ჩვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია დაგვეხმარება მაღალი კლასის რეპროდუქციისა და ოჯახის დაგეგმვის ცენტრის შექმნაში“ - დაამატა დანიელ გუფთამ.

Amtel Group 1990 წელს დაიწყო საქმიანობა. 2005 წლიდან კომპანია რუსეთში, „დსთ“-ს ქვეყნებსა და საქართველოში ჩართულია დეველოპერული და უძრავი ქონების მართვის ბიზნესში. კომპანიის პორთფელში წარმოდგენილი  პროექტების და ობიექტების საერთო ფართი 1 მლნ კვ. მ.-ს აღემატება.

Amtel Group -ის მიერ განხორციელებული პროექტებია, ბიზნეს-პარკი „ტექნოპარკი „ორბიტა“ (დაახლოებით 100 000 კვ. მ), მოსკოვში „Holiday Inn Moscow-Seligerskaya“, ბიზნეს ცენტრი მინსკში - „Hampton by Hilton“,“ А+В კლასის ლოჯისტიკური კომპლექსი“ უკრაინაში (კიევის რაიონი), კურორტი ქალაქგარეთ „Hilton Garden Inn Moscow New Riga“ და „ლოჯისტიკური ცენტრი Klin Logistics“ - მოსკოვის რაიონი.

საქართველოში Amtel Group ფლობს სასტუმრო „Citadines Freedom Square“-ს, „Amtel Hospital“-ს და საკმაოდ პერსპექტიულ მიწის ნაკვეთებს სამომავლო პროექტებისთვის.

მისამართი:

წინანდლის ქ. 9
თბილისი 0144, საქართველო
(მეტრო 300 არაგველი)

ტელეფონი და ელფოსტა:

www.amtelhospital.ge

+995 32 274-68-96

 

  Email: hospital@amtelhospital.ge

დამატებით კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ანნა ზავიალოვას:

Amtel Group тел.

+7 (495) 981-9818 доб. 193

zavyalova@amtel-properties.com